ახალი ამბები • 1756410394
აჭარაში კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
ახალი ამბები
1741078900

აჭარაში კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. იგი დღეს, თორნიკე რიჟვაძემ სასურველი მედიის თანდასწრებით წარადგინა, მათ შორის იყო იმედი და აჭარის ტელევიზია. კითხვაზე, თუ რატომ არ დაპატიჟეს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია ღონისძიებაზე, მათ შორის TV25, არ გვიპასუხეს.
პიანისტი ელისო ბოლქვაძე "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი აგენტების კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.
ელისო ბოლქვაძემ წარდგენის შემდეგ პირველი მადლობა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა