ახალი ამბები • 1756410394
ამერიკის ელჩი აჭარაში
ახალი ამბები
1725903639
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აჭარაში იმყოფება. რობინ დანიგანი ვიზიტის ფარგლებში USAID-ის მხარდაჭერილ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ეწვია. ორგანიზაცია მომსახურებას და ადვოკატირებას 875-ზე მეტ შშმ პირს და მათ ოჯახებს უწევს. ელჩი გაეცნო ცენტრში არსებულ სერვისებს, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები ახალ პროფესიებს ეუფლებიან, პოულობენ სამსახურს, წვდომა აქვთ საჭირო სერვისებთან და ადვოკატირებას ახდენენ მათივე უფლებების დასაცავად. რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში ყველა ადამიანის სრულყოფილად ჩართვაზე.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა