ახალი ამბები • 1735205311
"არ მჯერა, რომ კოკა კაციტაძის უწყების ინტერესში შედის, ან მათი მიზანია ამ დამნაშავეების გამოვლენა" - მაკა ჩიხლაძე
ტვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ ოცნებამ თითოეულის ვინაობა იცის, ეს იყო კარგად ორგანიზებული ჯგუფი. ჟურნალისტს საგამოძიებო სამსახურიდან გამოძიების მოლოდინი არ აქვს:
"არ მჯერა, რომ კოკა კაციტაძის უწყების ინტერესში შედის, ან მათი მიზანია ამ დამნაშავეების გამოვლენა იმიტომ რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი ადამიანები არიან, ისინი არბევდნენ ქუჩაში აქციის მონაწილეებს, ისინი გაგვისწორდნენ ჩვენ, პატრული გვერდით მედგა და არ რეაგირებდა, საკუთარ თავს დაიჭერენ? არანაირი მოლოდინი არ მაქვს, მხოლოდ მედია გამოიძიებს ამ ამბავს და კოკა კაციტაძის უწყება იმუშავებს ისე, როგორც მუშაობდა აქამდე" - ამბობს მაკა ჩიხლაძე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
1734621676
1728455482
1727447820