ავარია ავტობუსის ზოლში - ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის "შკოდა" შეეჯახა

ავარია

ფოტო: გიორგი მუმლაძე

ავარია ავტობუსის ზოლში - ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის "შკოდა" შეეჯახა. შემთხვევა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გიორგი მუმლაძე ავრცელებს:

"საგიჟეთში ვცხოვრობთ, ილიაუნის წინ, ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას შეეჯახა პოლიციის შკოდა, რომელიც მარჯვენა მხრიდან, მარცხენას მიმართულებით ოთხ საგზაო ზოლს კვეთდა დარღვევით!
პოლიციელი გადმოვიყვანეთ გამვლელებმა, რაიმე მძიმე დაზიანება არ აქვს, გონება ჰქონდა დაკარგული, ახლა კონტაქტურია.

სასწრაფოს ექიმს და მძღოლსაც მცირე დაზიანებები აქვთ. საბედნიეროდ, არცერთ მათგანს რამე სერიოზული არ სჭირს.

კანონზე "მაღლა დგომის განცდას" მოაქვს უბედურებები!" - წერს მუმლაძე.

მეტის ნახვა