ახალი ამბები • 1751358640
ავარია გონიოში - დაღუპულია 2 ადამიანი
ახალი ამბები
1669498229

ავარია გონიოში - მსუბუქი მანქანა ხეს შეეჯახა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, ბრიგადას ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ორი კაცი გარდაცვლილი დახვდა.
ავარიის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. იგი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
კლინიკაში TV25.GE-ის უთხრეს, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი რეანიმაციულ დეპარტამენტში ჰყავთ მოთავსებული.
მეტის ნახვა