ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე - 4 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ავარია

ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

TV25.GE-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

მიმდინარეობს გამოძიება.

 

ფოტო: არქივიდან

მეტის ნახვა