ახალი ამბები • 1701337917
ბათუმის პორტში აქცია გრძელდება - პოლიცია აქტივისტებს აკავებს

ფოტო: სულხან მესხიძე
ბათუმის პორტში აქცია გრძელდება - ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან შეკრებილები. ლაინერი Astoria Grande, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, პორტში 6-ის ნახევარზე შევიდა. გემზე იმყოფებიან უკრაინაში ომისა და პუტინის მხარდამჭერებიც.
აქცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე 10-მდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.
მოქალაქეები ადგილზე რჩებიან და დაშლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ლაინერი პორტს არ დატოვებს.
შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაც ოკუპაციის კანონი აქვთ დარღვეული.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221