ახალი ამბები • 1751358640
ბათუმში, 15-მდე ავტომობილი გატეხეს
ახალი ამბები
1700826696

ბათუმში, 15-მდე ავტომობილი გატეხეს. შემთხვევა გვიან ღამით, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაცია TV25.GE-ის მოქალაქემ მიაწოდა, რომელიც ერთ-ერთი დაზიანებული მანქანის მფლობელია.
დაზარალებულის თქმით, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც აქვს, რომელიც კამერებიდან ამოიღო. მისივე ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.
ქალმა მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა. მიმდინარეობს გამოძიება.
მეტის ნახვა