ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში აფროსნობის ღია პირველობა საზეიმოდ გაიხსნა
ახალი ამბები
1718990966
საწყლოსნო სპორტის ერთ-ერთი უძველესი და გავრცელებული სახეობა ბათუმში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ზღვისპირა ქალაქში საზეიმოდ გაიხსნა აფროსნობის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოში მოქმედი სკოლები და კლუბები მონაწილეობენ. ტურნირის ორგანიზატორი აჭარის აფროსნობის ფედერაციაა. ქართველი აფროსნები, ერთმანეთს, სამი დღის განმავლობაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებულებს, სხვადასხვა კატეგორიაში, ფასიანი პრიზები და მედლები გადაეცემათ. ღია პირველობის საზეიმო გახსნას, ვეტერანი აფროსნები, ხელისუფლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის აფროსნობის ფედერაცია, 2023 წელს დაფუძნდა და ვეტერან აფროსნებთან ერთად, ახალი თაობის სპორტსმენებს აერთიანებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა