ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში, ავტომობილში 70 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს - ის კლინიკაში გარდაიცვალა
ახალი ამბები
1701803968

ბათუმში, ავტომობილში 70 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. შემთხვევა დღისით, კახაბრის დასახლებაში მოხდა.
ფაქტის თვითმხილველი TV25.GE-ის უყვება, რომ ქალი მანქანაში ოჯახის წევრმა იპოვა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაიგვიანა, რის გამოც მოქალაქე კლინიკაში თავად წაიყვანეს. პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის დაწესებულებაში შეყვანიდან, რამდენიმე წუთში დაიღუპა. მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა