ბათუმში, ხვალ, გაზი შეწყდება - ვინ და რამდენი საათით ვეღარ ისარგებლებს ბუნებრივი აირით?

გაზი

ბათუმში, ხვალ, გაზი შეწყდება. ინფორმაციას "სოკარის" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ბუნებრივი აირის გარეშე გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები დარჩებიან. შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

აბონენტებს გაზის მიწოდება 16:00 საათის შემდეგ, ანუ სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად უნდა აღუდგეთ.

„სოკარ ჯორჯია გაზი”  აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

მეტის ნახვა