ახალი ამბები • 1695302629
ბათუმში, მშენებლობიდან არმატურები გადმოვარდა და ახალგაზრდა კაცს დაეცა
ახალი ამბები
1686133314

ბათუმში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალები ახალგაზრდა კაცს დაეცა. შემთხვევა მამია ვარშანიძის ქუჩის მიმდებარედ, ცოტა ხნის წინ მოხდა. TV25.GE-ის თვითმხილველები უყვებიან, რომ მოქალაქეს 30-მდე არმატურა დაეცა.
კაცი ბათუმის სამედიცინო ცენტრი გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს კვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"პაციენტის ჰერმოდინამიკა სტაბილურია. ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ფიქსირდება დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა", - გვითხრეს კლინიკაში.
უცნობია, იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული.

ბათუმში, ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ა...
1694974924

ყაჩაღობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია 1 პირი
1694591221
მეტის ნახვა