ახალი ამბები • 1738944434
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

"თავისუფლება მზიას", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს"- ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. დღეს პროტესტის 68-ე დღეა. "ოცნების" ანტიევროპული გადაწყვეტილებებით გაბრაზებული მოსახლეობა ქუჩებში დგას. ადამიანები ითხოვენ ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას.
საკონსტიტუციო სასამართალოსთან გაშლილია ორი კარავი. პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა ღამეს სწორედ იქ ათევენ.
ცნობისთვის, „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, დაკავებისას და შემდგომ არაადამიანურად და დამამცირებელად მოეპყრო.
პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს.

1738914298

1728455482

1727447820