ბოლო 6 თვეში 3 632-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა | საქსტატი

ბავშვი

საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის იანვარი-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621)

საქართველო 18 633 დაბადება 22 265 გარდაცვალებათბილისი 6 901 დაბადება 6 444 გარდაცვალება  აჭარის არ 2 369დაბადება 1 748 გარდაცვალებაგურია 389 დაბადება 713 გარდაცვალებაიმერეთი 2 087 დაბადება 3 599 გარდაცვალებაკახეთი 1 374 დაბადება 2 002 გარდაცვალებამცხეთა-მთიანეთი 389 დაბადება 652 გარდაცვალებარაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 115 დაბადება 259 გარდაცვალებასამეგრელო და ზემო სვანეთი 1 125 დაბადება 2 219  გარდაცვალებასამცხე-ჯავახეთი 593 დაბადება 879 გარდაცვალებაქვემო ქართლი 2 174 დაბადება 2 217 გარდაცვალებაშიდა ქართლი 1 117 დაბადება 1 533  გარდაცვალება.

მეტის ნახვა