ახალი ამბები • 1752592983
"დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" - ბსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები
1652954768
"დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" - ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე ისაუბრეს, ფლორა-ფაუნის ენდემებისა და ბიომრავალფეროვნებაში მათი როლის შესახებ. იმსჯელეს, ამ მიმართულებით, საზოგადოებაში ცოდნის ამაღლებისა და მნიშვნელობის გაზიარებაზე.
შეხვედრა საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით შედგა. აქვე აღინიშნა, რომ ზღვის ბინადრებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა, ზღვის აკვატორიის ნარჩენებით დაბინძურებაა.
დღესვე იგეგმებოდა, სანაპირო ზოლის დასუფთავება, თუმცა, უამინდობის გამო პროცესი გადაიდო.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა