დღეს პროტესტის 100 დღეა | აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან კვლავ 19:00 საათზე დაიწყება

100 დღე

დღეს პროტესტის 100 დღეა - აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კვლავ 19:00 საათზე დაიწყება. 

ზუსტად 100 დღეა, რაც ადამიანები  ქუჩაში დგანან თავისუფლების, სამართლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის, სახელმწიფო კი ამ პროტესტის ჩასახშობად, იყენებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, დაშინებას, დევნას, შანტაჟს, მუქარას, მშვიდობიან მოქალაქეებს მასობრივად აპატიმრებს და აჯარიმებს, პროტესტის დისკრედიტაციისთვის კი პროპაგანდას ამუშავებს, ზღუდავს მედიას, საჯარო სამსახურებში დასაქმებულების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობას იყენებს, ებრძვის ოპონენტებს და პოლიტიკურ დევნის მათ. ძალადობრივი მეთოდებით დაარბიეს აქციები, უსამართლოდ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ქვეყანაში კი საბოლოო ჯამში ათობით უდანაშაულო პატიმარია.

"დღეს უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან მე-100 და ისტორიული დღეა, რადგანაც ასეთი ხანგრძლივი, შეუპოვარი და უწყვეტი პროტესტი არასდროს ყოფილა საქართველოში.

დღევანდელი ხალხმრავალი შეკრებით მადლობა ვუთხრათ პროტესტში ნებისმიერი ფორმით ჩართულ ყველა ადამიანს ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, სიმტკიცისთვის და ახალი საბრძოლო ენერგიით დავმუხტოთ ერთმანეთი საბოლოო გამარჯვებამდე.
გამარჯვება ხალხშია! ძალა ერთობაშია!
ბოლომდე! - აცხადებენ აქციის მონაწილეები და დღეს, პროტესტის 100-ე დღეს კვლავ შეკრებას აანონსებენ. 

მეტის ნახვა