მზია ამაღლობელის საქმეზე ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოიკითხა

ირაკლი დგებუაძე

გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოჰკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

"ბათუმელებს" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ "პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას".

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვის გამო დააკავეს. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. 

დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ პირველი ინფორმაცია მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა, რადგან მასთან ადვოკატებს არ უშვებდნენ. მოგვიანებით, როდესაც ადვოკატებს ამაღლობელის ნახვის უფლება მისცეს, არაადამიანურ მოპყრობაზე მათაც უთხრა. მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.

14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი 26 დღეა შიმშილობს, ამ დროისთვის ის კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი. 

მეტის ნახვა