ნანული ჯაშს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საქველმოქმედო

ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომელთა ყოველღიურობა არსებობისთვის ბრძოლაა. ხელისუფლებისგან მივიწყებული მოქალაქეები, უკიდურეს გაჭირვებას საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდებიან. დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე უნდა გიამბოთ, რომელიც თავს მოწყალების თხოვნით ირჩენდა, თუმცა დღეს ჯანმრთლობის მდგომარეობა ამის საშუალებას აღარ აძლევს. ნანული ჯაში დღეს თქვენი დახმარების იმედადაა. 

 

სოციალურად დაუცველი, შშმ პირი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ფართი ქირით აქვს აღებული. ნანული ჯაშის ჯანმრთელობის პრობლემები რამდენიმე წლის წინ, 21 წლის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დაეწყო,  მარცხენა ხელი-ფეხი პარალიზებული აქვს. ქალი ეტლით გადაადგილდებოდა და თავს მოწყალებით ირჩენდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ მენჯ-ბარძაყის ძვალი მოიტეხა და კვლავ ლოგინს მიეჯაჭვა.

ნანული ჯაშის ერთადერთი დამხმარე მისი შვილია, რომელსაც შშპ პირი მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილი ყავს, მათგან სამს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ოჯახი უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებაში  ცხოვრობს.

ნანული ჯაში 18 წელი სანდასუფთავებაში მუშაობდა. ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ კი, როცა მუშაობა ვეღარ შეძლო, საცხოვრისით დაკმაყოფილების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა ბათუმის მერიას განცხადებით, თუმცა უშედეგოდ.

ლოგინს მიჯაჭვული ქალი ხელისუფლებასა და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. მისთვის ყველა თეთრი მნიშვნელოვანია, ასევე ესაჭიროება საკვები, მედიკამენტები.

დაეხმარება თუ არა ბათუმის მერია უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ შშმ პირს, ვერ გავარკვიეთ. უწყებაში სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ვიდრე სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეს ზურგს აქცევს, დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ.

საქართველოს ბანკი:  GE24BG0000000589316506

მიმღები: ნანული ჯაში

მეტის ნახვა