ახალი ამბები • 1653051720
ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე გამოძიება ისევ დუმს - ენმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს მიმართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს მიმართავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან ორი თვე გავიდა, თუმცა, გამოძიება ისევ უშედეგოდ მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები საქმის ძიების დაჩქარებას ითხოვენ.
მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ პარტია რადიკალური ზომების მიღებისგან თავს იკავებს და მმართველ გუნდს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გასული წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერებმა, ფარული აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნეს, სადაც ისმის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დეპუტატის გადაბირებას ცდილობდნენ.

1653028083

1652968535

1652954768

1650535120