ქობულეთში, მანქანას ხე დაეცა - ერთი ადამიანი ტრანსპორტში მოყვა და გარდაიცვალა

სტიქია

ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და მანქანას დაეცა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, ტრანსპორტში ერთი ადამიანი მოყვა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

მეტის ნახვა