ქვეყანაში, თავისუფალი მედია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების და შეტევის მსხვერპლია - კვლევა

მედიის მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. ამის შესახებ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი.

ორგანიზაციის შეფასებით, თავისუფალი მედია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების და შეტევის მსხვერპლია.  ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში 2021-2022 წლების მედიაგარემო და ჟურნალისტთა პროფესიული ხელშეუხებლობის დაცვის ხარისხი.

კვლევა GDI-ის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზსა და განხორციელებული პროექტის შედეგებს, მიგნებებსა და გამოწვევებს ეყრდნობა.

ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით, სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს.

მეტის ნახვა