სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

შუქი

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო, 7 ნოემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ბათუმში - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: კობალაძის,ინასარიძის,დ.აღმაშენებელის,ტაბიძისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე თამარის დასახლებასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ხელვაჩაურში 12:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით დაბა ხელვაჩაურის დასახლების ნაწილს.

ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვირიკეს,ხალას,ოჩხამურსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ქუჩებს: რუსთაველის,აღმაშენებლისა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ქედაში - 10:30-დან 19:30 საათამდე სოფელ ზენდიდს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა