ახალი ამბები • 1675409614
სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა - დაშავებულია 3 პირი
ახალი ამბები
1638978102

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
გორიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ერთი პირი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა, ორ მგზავრს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
პირველადი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რაც, სავარაუდოდ, შემთხვევის მიზეზი გახდა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ბათუმში, დაუსრულებელ კორპუსში ხანძარია
1675185991

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
1675164609

შემზარავი შემთხვევა ბათუმში - ძაღლს ყელი...
1674479274

დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი...
1674194525
მეტის ნახვა