ახალი ამბები • 1756410394
სანადირო თოფიდან გასროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაიჭრა - ტრაგიკული შემთხვევა
ახალი ამბები
1653155957

ერთი ადამიანი მოკლეს და ორი დაჭრეს თელავის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ აკურაში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც სანადირო თოფიდან გასროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
დაჭრილებს შორის ერთი გარდაცვლილის ძმაა.
ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა