საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ | შემოსავლების სამსახური

სარფი

საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 5-20 მაისის პერიოდის მონაცემებით საბაჟო გამშვებ პუნქტში - "სარფში", მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და 3 უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 565,06  გრამის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს.

 

"არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში - 85 180,58 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტის ნახვა