ახალი ამბები • 1751994240
სარფის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღევით გადმოტანის ფაქტი აღიკვეთა
ახალი ამბები
1727330901

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი პირის მიმართ, რომლებმაც სარფის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გადმოიტანეს. წონა 4 ათას 447 გრამია და ღირებულება 577 497 ლარს შეადგენს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 8 -დან 11-წლამდე ვადით.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა