ახალი ამბები • 1763483982
საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გამაცხელებელი აფეთქდა - ხანძრის შედეგად, 70 წლამდე ქალი გარდაიცვალა
ახალი ამბები
1653463258
კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებელი გახდა, რომელიც აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის დროს 70 წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე შეძლეს.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















