ახალი ამბები • 1735578809
თუ ვიღაცა ვიღაცას ლოგინში უსმენდა, არასდროს მაინტერესებდა - გახარია
თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ამბობს, რომ პრემიერობის დროს მოსმენებზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა ეს სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარეობდა. როგორც მან TV პირველის ეთერში ისაუბრა, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე და ახლა მისი თანაგუნდელი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მოსმენების კურატორი არ ყოფილა.
"მოსმენებს რაც შეეხება, მე გარკვეული წილი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ყველა ის ინფორმაცია რაც მე მქონდა და ვიცოდი გამომდინარეობდა სახელმწიფოს ინტერესიდან და იქ თუ ვიღაცა ვიღაცას ლოგინში უსმენდა არასდროს მაინტერესებდა და ჩემი ინტერესის სფერო არ ყოფილა არასდროს. თუ ვიღაცის ინტერესის სფერო იყო, წავიდეს და მან აგოს პასუხი", - თქვა გახარიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
1735563124
1728455482
1727447820