TV 25-ის რეპორტაჟის შემდეგ, მაღალმთიან აჭარაში ახალმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო

TV 25-ის რეპორტაჟის შემდეგ, მაღალმთიან აჭარაში ახალმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო. როგორც ქედის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, „საზოგადოებრივი ტრანსპორტით l ჯგუფის შშმ პირები, ომის ვეტერანები, სტუდენტები და მოსწავლეები უფასოდ იმგზავრებენ“.  განრიგი კი ასეთია: „07:45 საათი ბათუმი-ქედა; 18:00 საათი ქედა-ბათუმი“. რაც შეეხება შუახევს, აქ მგზავრობის ტარიფი 4 ლარი იქნება. ხულო-ბათუმის და ბათუმი ხულოს მიმართულებით მგზავრობის საფასური 10 ლარის ნაცვლად 6 ლარი იქნება, ხოლო 10 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, ომის ვეტერანები და I ჯგუფის შშმ პირები უფასოდ იმგზავრებენ. შეგახსენებთ, TV25-მა რეპორტაჟი 27 ივნისს მოამზადა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მერიების მიერ თებერვალში შეძენილი მუნიციპალური ავტობუსები ჯერ კიდევ არ მოძრაობდა. სიუჟეტში ხაზგასმული იყო ის სირთულეები, რასაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო აწყდნებონდნენ

მეტის ნახვა