ახალი ამბები • 1701337917
"20 საათზე იმ ადგილზე, სადაც ეს გემი იმყოფება" - ბათუმში, აქცია დაანონსდა

ბათუმში, საპროტესტო აქცია დაანონსდა. მოქალაქეები პორტში, იმ ადგილზე შეიკრიბებიან, სადაც საკრუიზო ლაინერი დგას. აქტივისტების მიზანია მიაწვდინონ ხმა ოკუპანტ ტურისტებს, რომ მათი ადგილი ოკუპირებულ საქართველოში არ არის.
შეკრების იდეა სოციალურ ქსელში მოქალაქე, თაზო მახარაძემ გაავრცელა. ფეისბუქ პოსტის მეშვეობით მან გარეთ გასვლისკენ მოუწოდა ყველას, ვისაც ქვეყნის პირველ და მთავარ პრობლემად საქართველოს ოკუპაცია და რუსიფიკაცია მიაჩნია. "ვაპირებ, საღამოს 20 საათზე გავიდე იმ ადგილას, სადაც ეს გემი იმყოფება!
მარტოც რომ მომიწიოს დგომა, იქ ვიქნები...", - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ყურადღება!
ვიცი, ჩემი ფეისბუქ მეგობრების უმრავლესობა მუდმივად განიცდის და იბრძვის საქართველოს დღევანდელი რეალობის გამო...
ამიტომ, გთხოვთ, ვინც ამ პოსტს ხედავთ, ყველამ გაუზიაროთ ერთმანეთს და გააზიაროთ, სადაც საჭიროდ ჩათვლით ყველგან!
გადაწყვეტილებას ვიღებ დამოუკიდებლად და არ ვფიქრობ, რომ ამ ამბავს დიდი დაორგანიზება სჭირდება!
დღეს, სოჭიდან ბათუმში ჩამოვიდა რუსული საკრუიზო გემი, 800 ღორი ჩამოიყვანა!ვაპირებ, საღამოს 20 საათზე გავიდე იმ ადგილას, სადაც ეს გემი იმყოფება!
მარტოც რომ მომიწიოს დგომა, იქ ვიქნები...
ვისაც ქვეყნის პირველ და მთავარ პრობლემად საქართველოს ოკუპაცია და რუსიფიკაცია გგონიათ, მაშინ გამოდით გარეთ!"

1700826696

1699261403

1698564246

1698396221