აჭარაში, თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში ხარვეზებია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"

მალხაზ ჭკადუა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ აჭარის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, შესწავლილი 62 პირის დეკლარაციიდან 24-ის შემთხვევაში ხარვეზები ფიქსირდება.

24-დან 12- მა მისი ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ მიუთითა. 11-ტ თანამდებობის პირს კი, წილის მართვის უფლება სხვა პირისათვის არ გადაუცია.

მესამე სექტორის შეფასებით, მაღალჩინოსნები დეკლარაციის შევსების აუცილებლობას არასერიოზულად უდგებიან ან არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია. ორგანიზაციის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2020 წლის კვლევაში მითითებული ხარვეზები არ გაითვალისწინა.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ რეაგირებისათვის საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართავს.

მეტის ნახვა