აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 726 553 700 ლარს შეადგენს - რაზე გადანაწილდება თანხები | ფინანსთა მინისტრის მოხსენება

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 726 მილიონ 553 ათას 700 ლარს შეადგენს. ეს 153 მილიონ 902 ათასი ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით.

მხარჯავ დაწესებულებებზე თანხები შემდეგნაირადაა განაწილებული: შვიდ მილიონ ნახევარი უმაღლეს საბჭოს, ხუთ მილიონ ნახევარზე მეტი, აჭარის მთავრობას, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე 139 მილიონ 800 ათასი მოდის, ჯანდაცვაზე - 51 მილიონი, განათლების სამინისტროზე -140, ხოლო სოფლის მეურნეობაზე - 32 მილიონი ლარი.

თავის მოხსენებაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მომდევნო წელს, უნდა დაფინანსდეს ტურისტული პროექტები მაღალმთიან აჭარაში,  დაიწყოს ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა, გზების და სკოლების რეაბილიტაცია და სხვა.

თავიანთი შენიშვნები წარადგინეს ოპონენტებმა. აღნიშნეს, რომ დოკუმენტში არ არის საუბარი ისეთი საკითხების გადაჭრაზე, რომლებსაც რეგიონი წლებია ელოდება. ასეთია მაგალითად, გონიოს ნაგავსაყრელის დახურვა, საცურაო აუზის, ყინული სასახლისა და ძალოსნობის დარბაზის მშენებლობები, გონიოს პოლიგონის განვითარება, ბათუმის ბულვარის მერიისთვის გადაცემა და სხვა.

მეტის ნახვა