ახალი ამბები • 1735650420
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაში პრობლემას ვერ ხედავს
ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაში პრობლემას ვერ ხედავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ არსებობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მალავს და მნიშვნელოვანია, რომ მათი შემოსავლები კანონის საფუძველზე დარეგულირდეს.
რეგიონის პირველი პირი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლიცია ზეპროფესიონალურად მოქმედებდა. მისივე შეფასებით, საპროტესტო აქციებზე ზღვარგადასულ ბულინგსა და აგრესიაზე სამართალდამცველების რეაგირების კუთხით, საქართველოს ევროპისთვის ბევრის სწავლება შეუძლია.
„ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, კანონშემოქმედებითი საქმიანობაც“- თქვა რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.
1728455482
1727447820