ახალი ამბები • 1733750807
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები "ენმ"-დან და პარტია "ახალიდან" ბოიკოტს აცხადებენ - რა ოპოზიციის წევრებმა
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან" და პარტია "ახალიდან" პროტესტის ნიშნად ბოიკოტს აცხადებენ. ისინი წყვეტენ თანამშრომლობას მმართველ გუნდთან. დეპუტატების განცხადებით, შეუძლებელია "რუსულ რეჟიმს" ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა - დატოვონ ხელისუფლება.
"საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ გავდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ აღუდგა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და რუსული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება ჩვენ მოქალაქეებს, გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია მისი 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი, სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ამ რუსულ ხელისუფლებასთან, რუსულ რეჟიმთან", - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
გადაწყვეტილებას პარტია "ახალიდან" უერთდება გიორგი კირთაძე.
1728455482
1727447820