ახალი ამბები • 1751633470
"აგრესია არ უნდა გვქონდეს, არ არის დასაშვები" - სარჯველაძე საქართველოში რუსების შემოსვლაზე

"ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე თანაგუნდელების მსგავსად მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკა "მანიპულანტურია".
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებაში "ქსენოფობიური ნიადაგი გააღვივოს".
"არავითარ დრამატულ მოვლენებს ამ შემთხვევაში არ აქვს ადგილი ისეთს, რომელთან დაკავშირებითაც უფლება ან საფუძველი აქვს ვინმეს, გამოაცხადოს დღეს, რომ რაღაც დრამატული სცენარები ვითარდება საქართველოში, ან რაიმე მავნე, მანკიერ ტენდენციებთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათ შორის გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელსაც ეყრდნობიან შემდგომ ოპონენტები, არის მანიპულაციის მცდელობა.
არ არის ახსნილი მაგალითად ის, თუ რამდენმა დატოვა, ერთდროულად რამდენის ყოფნაზე გვაქვს საუბარი, რა კატეგორიის ტურისტები არიან და ასე შემდეგ. არ ღირს ამ თემაზე სერიოზულად საუბარი როდესაც ასეთი ტიპით არის შემოთავაზებული ინფორმაცია, როდესაც ცდილობენ, რომ გააღვივონ ქსენოფობიური ნიადაგი სახელმწიფოში. ეს ძალიან მავნე, მანკიერი ტენდენცია შეიძლება იყოს და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავოს. ჩვენი მსოფლმხედველობისთვის, აბსოლუტურად არათავსებადია ნებისმიერი გამოვლინება ქსენოფობიისა.
ამიტომ ყველას, ჩემი კატეგორიული მოწოდება და თხოვნაა, საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი და არ უნდა გაღვივდეს ისეთი რამ, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია", - თქვა სარჯველაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ საზოგადოებაში აგრესია არ უნდა იყოს.

1751012220

1745312322