ახალი ამბები • 1756410394
"ანტიკორუფციული მოძრაობა" ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს
პოლიტიკა
1667480310
„ანტიკორუფციული მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქში გარე რეკლამების განთავსებისთვის 20 მილიონიანი ტენდერი ცხადდება, სადაც რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, მათ შორისაა, შპს „ალმა“, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველს, სამსონ ფხაკაძეს ეკუთვნის.
ტენდერისთვის გათვალისწინებული იჯარის ვადა 20 წელს ითვალისწინებს, რაც მოძრაობის შეფასებით, ზედმეტად გაწელილია. „ანტიკორუფციულ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ პირობები მმართველი პარტიის სიმპათიის მქონე კომპანიაზეა მორგებული.
რა პასუხი აქვთ ბრალდებების ადრესატ უწყებაში, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა