ახალი ამბები • 1701337917
აუდიტის სამსახური აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების შესახებ დასკვნას ავრცელებს
„საბიუჯეტო ორგანიზაციებს არ აქვთ შემუშავებული და დანერგილი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკა. მისი არარსებობა კი იწვევს არათანმიმდევრულ აღრიცხვიანობას და ზრდის ფინანსურ ანგარიშგებაში დაშვებული უზუსტობების რისკს“- ამ დასკვნას სახელმწიფო აუდიტი, აჭარის ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელობას უწერს.
მაკონტროლებლის შეფასებით, დარღვევა გამოვლინდა უმაღლესი საბჭოს აპარატში, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, აჭარის განათლების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში. აჭარის მთავრობას, აუდიტი უწერს აქტივების მართვაში არსებულ ხარვეზებზეც.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ არის ასახული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების საპასუხოდ, მთავრობას რეკომენდაციები წარედგინა.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221