ახალი ამბები • 1751358640
ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა
პოლიტიკა
1720804855
ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა- გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, სადაც მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი დააკორექტირეს. ცვლილება ხორციელდება ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ნაწილშიც, ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით. ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი დაფინანსება მოხმარდება გზების, ქუჩების, ტროტუარების მოვლა-პატრონობას, სპორტის და საგზაო ინფრასტრუქტურას მშენებლობას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას
მეტის ნახვა