ახალი ამბები • 1756410394
ბათუმის პორტში რუსული დროშა ფრიალებს
პოლიტიკა
1659979381
იმ ფონზე როცა ქვეყანა, აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს და სახელმწიფო დროშები დაშვებულია, ბათუმის პორტში რუსული დროშა ფრიალებს. ოკუპანტი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდის საშუალებით, ხელოვნური საწვავი კოქსი შემოიტანეს. უცნობია, ნივთიერება მშრალი ტვირთმზიდის საშუალებით რა მიზნით შემოვიდა და სად უნდა გადაიგზავნოს. უცნობია ისიც, თუ როდის დატოვებს ნავსადგურს რუსული ხომალდი ოპოლიე. პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებში საკითხზე განმარტებები არ გაკეთებულა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა