ბათუმის საკრებულომ უკანონო მშენებლობა არ შეიმჩნია - "პროგრესს" განსაკუთრებული მუნიციპალური მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა

ბათუმის საკრებულომ ოპოზიციის პროგნოზის დეკლარირება მოახდინა. წარმომადგენლობითმა ორგანომ, „ქართულ-ამერიკულ აკადემია პროგრესს“ განსაკუთრებული მუნიციპალური მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“  საგანმანათლებლო დაწესებულების მფლობელს, საპატიოდ ჩაუთვალა უნებართვოდ დაშენებული მეოთხე სართული, რომელზეც ნებართვის მიღებას, პოსტ-ფაქტუმ ითხოვდა. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ამგვარი პრეცენდენტებით, ბათუმის თვითმმართველობა, ქალაქში უკანონობის წახალისებას უწყობს ხელს.

„ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი“ განსაკუთრებული მუნიციპალური მნიშვნელობის სტატუსის მატარებელი დღეიდან გახდა.  რა პრინციპით და რა კრიტერიუმით, ოპოზიციისთვის გაუგებარია, თუმცა, ზუსტად იციან, რატომაც. სხვაგვარად, მფლობელს, უკანონოდ უკვე დაშენებულ სართულს, საპატიოდ არ ჩაუთვლიდნენ. ოპოზიციას, განსაკუთრებით არ მოსწონს ის ფაქტიც, რომ  მიღებული რეგულაციების უგულებელყოფის ცუდი პრაქტიკა მკვიდრდება და ამას საგანგებოდ მოფიქრებული სტატუსებით ამართლებენ.

უნებართვოდ აშენებული სართულის, კანონიერად, პოსტ-ფაქტუმ ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მოითხოვა - მაშინ, როცა ოპოზიცია ამ უხერხულობაზე საუბრობს, სრულიად სხვა პოზიცია აქვს „ქართული ოცნების“ წევრ ნატალია ზოიძეს.

ბათუმის მერია ირწმუნება, რომ შპს რეგულაციას, მხოლოდ, ერთ ნაწილში არღვევდა, უწყების წარმომადგენლების განმარტებით, გაითვალისწინეს ისიც, რომ „პროგრესი“  საგანმანათლებლო დაწესებულებაა და მხარდაჭერაც ამიტომ  გადაწყვიტეს. იქნება თუ არა ეს მისაბაძი სხვა კანონდამრღვევებისთვის - ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირწმუნება, რომ რისკებს ბევრი სხვა მოთხოვნა აზღვევს. ოპოზიციას არ სჯერა, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა გამონაკლისი იქნება. ეჭვის საფუძველს, პარლამენტში უკვე ინიცირებული კანონპროექტი აძლევთ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როგორც მამუკა რამიშვილმა გვითხრა, უნებართვოდ წარმოებული სამუშაოებისთვის “პროგრესის“ მიმართ, ჯარიმის დაკისრების პროცედურები დაწყებულია.

მეტის ნახვა