ახალი ამბები • 1756410394
ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
პოლიტიკა
1655471720
ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა. ოპონენტები, ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდნენ. ვიდრე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყებოდა, ოპოზიციის და ,,ქართული ოცნების'' წევრები სიტყვით გამოვიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
სხდომაზე ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, რამდენჯერმე, გაისმა გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის სახელი. თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი თავდგირიძეს ოპოზიციამ მიმართა, რომ თანამდებობა სამარცხვინო ქმედებით მოიპოვა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა