ახალი ამბები • 1756410394
ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, ნინო ცხვარაძემ "ქართული ოცნება" დატოვა
პოლიტიკა
1667202099
ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, ნინო ცხვარაძემ ,,ქართული ოცნება'' დატოვა. იგი ანტიდასავლურ მოძრაობას ,,ხალხის ძალა'' შეუერთდა. გადაწყვეტილების შესახებ ცხვარაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მიზეზად აზრის თავისუფლად გამოხატვის პრობლემას ასახელებს. ამბობს, რომ ახლა მოქალაქეებთან საუბარს უფრო თამამად შეძლებს.
ნინო ცხვარაძე ბათუმის საკრებულოს მეხუთე მოწვევის დეპუტატია და დღემდე ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა