ბათუმის საკრებულოს წევრთა 22.8% პასიურია - რა გამოვლინდა კვლევის შედეგად?

ბათუმის საკრებულო

ფოტო: ბათუმის მერია

2023 წლის II კვარტალში, ბათუმის საკრებულოში წევრთა სრული შემადგენლობის 22.8% პასიური, 11.4% კი მეტ-ნაკლებად პასიურია, რაც ჯამურად სრული შემადგენლობის 34.3%-ია. ინფორმაციას "საზოგადოებრივი განვითარების" აკადემია ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ჩამონათვალში მოხვდნენ: რიჩარდ სირაბიძე, ლევან ბერიძე, ლაშა კილაბერია, ნატო ნაცარიშვილი, გიორგი ლომთათიძე, ეკატერინე ზარია, ქეთევან ლასტაკანიძე, ირაკლი ზოიძე, გოჩა მგელაძე, როსტომ ხალვაში, ასლან ბალაძე და ლევან დოლიძე. 

კვლევით დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდში, ბათუმის საკრებულოს პასიურ და მეტ-ნაკლებად პასიურ წევრებში, ხელფასების და სამივლინებო ხარჯების ჩათვლით სულ 69 326 ლარი დაიხარჯა.

"შედარებისთვის, 2023 წლის I კვარტალში, ბათუმის საკრებულოში წევრთა სრული შემადგენლობის 34.28% იყო პასიურია და 22.85% მეტ-ნაკლებად პასიური, რაც ჯამურად სრული შემადგენლობის 57.1%-ია", - წერს მესამე სექტორი.

მეტის ნახვა