ახალი ამბები • 1747899917
ბათუმის ვიცე-მერად ნუკრი დეკანაძე დაინიშნა
პოლიტიკა
1720684751

ბათუმის ვიცე-მერად, ნუკრი დეკანაძე დაინიშნა. დეკანაძე თანამშრომლებს, გუშინ წარუდგინეს.
ნუკრი დეკანაძე, ამბობს, რომ შეთავაზება ბათუმის მერისგან, არჩილ ჩიქოვანისგან მიიღო. ამბობს, რომ მერიაში 10 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად, სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობდა, რის გამოც მისი ამ პოზიციაზე დანიშვნა გადაწყდა. ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმა ქალაქის განვითარებაზე ზრუნვა იქნება.
უკვე ყოფილი ვიცე-მერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
საპასუხო კომენტარს ველოდებით ბათუმის მერიისგან, რომელმაც ახალი ვიცე-მერის წარდგენაზე TV 25 არ მიიწვია.
შეგახსენებთ, ლევან დავითაძე ვიცე-მერის პოზიციაზე 2021 წლის დეკემბერში დაინიშნა, ხოლო ნუკრი დეკანაძე მერიაში, ბოლოს ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა