ახალი ამბები • 1747046220
ბათუმში, 3 ქუჩის ხელახალი რეაბილიტაცია იგეგმება - ოპოზიცია კორუფციის ნიშნებს ხედავს
პოლიტიკა
1679387023
ბათუმში, სამი ქუჩის ხელახალი რეაბილიტაცია იგეგმება, ოპოზიცია კი, დაგეგმილ 26 მილიონიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კორუფციის ნიშნებს ხედავს. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ტენდერში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც მმართველ გუნდთან კავშირშია მხილებული.
რეზო ხარაზის ინფორმაციით, შპს „გზასთან“ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები, უკვე, მიმდინარეობს. დეპუტატის მტკიცებით, აღნიშნულ კომპანიას წარსულში სხვა პროექტები ხარვეზებით აქვს შესრულებული და მისთვის კიდევ ერთი ტენტერის ნდობა ქალაქისთვის დამაზიანებელი იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბრალდება და განცხადება ბათუმის მერიაში უკომენტაროდ დატოვეს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა