ბათუმში ე.წ ქოლ-ცენტრი აღმოაჩინეს

ბათუმში ე. წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.

ინფორმაციას კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ავრცელებს.

ღოღობერიძის ინფორმაციით, შარტავას 32-ში მდებარე ე. წ. ქოლცენტრი, რომელიც ოფიციალურად ტურისტულ კომპანიად ირიცხება,  თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, სადაც დაახლოებით 100-მდე ადამიანი,  მათ შორის 20-მდე ქართველია, დასაქმებული.

მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით, მფლობელს მსგავსი ობიექტი ბათუმში კიდევ სამი, ხოლო თბილისში ორი, აქვს.

მისივცე განცხადებით, ადგილზე ამ წუთებში პოლიცია იმყოფება და საგამოძიებიო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტის ნახვა