ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა
პოლიტიკა
1659980361
ბათუმში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ ქოქოლაძე და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და აზერბაიჯანში რუსტამ სოლი ესწრებოდნენ.
ელჩის განცხადებით, ბათუმში საკონსულოს გახსნა მომავალი ურთიერთობების გაღრმავების ახალი შესაძლებლობაა. ვაჭრობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, ინვესტიციები, ტრანსპორტი, ტურიზმი - ეს ის სფეროებია, სადაც სამომავლოდ ინტენსიური თანამშრომლობა დაიგეგმა. საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოდან იწყება და 28 წელს ითვლის.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა