ახალი ამბები • 1756410394
ბრიფინგი "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში"
პოლიტიკა
1727882340
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მონაწილეობაზე საუბრობს. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული მაგალითებიც აჩვენეს და განაცხადეს, რომ ცენტრალური და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიებისთვის საჩივარს ამზადებენ. ნიკა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს ფოტომასალა აჩვენა, რომელზეც ჩანს, რომ 25-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ბათუმში მმართველი პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებას ესწრება. ქაშიბაძის მტკიცებით, ოცნება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, რაც კანონდარღვევაა. ოპოზიციის წევრი მიმართავს ცესკოს, უსკოს და სადამკვირვებლო მისიებს, რათა ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა