comcom-ი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

ანგარიში

სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას.- ამის შესახებ მედიაომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგს ასახავს.  პირველ შუალედურ ანგარიშში  საუბარია ძირითად მიგნებებზე,  მათ შორის არის სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიის ურთიერთობის შესახებ.

 

  • საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით, სამართლებრივი დავების და მედიის დასჯის ინიციატორი მმართველი პარტია "ქართული ოცნებაა".
  • "ქართული ოცნების" მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთიდაიმავე საკითხის გამო, ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: "მთავარი არხი" "ფორმულა" და "ტელეკომპანია პირველი
  • სასამართლოუპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას
  • მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითხოვს, სამ კრიტიკულ მაუწყებელის არ აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიიდან რეკომენდაციები მიიღოს
  • პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დილემა 2016 წელს დაფიქსირდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ "ცენტრისტების" რგოლის განთავსებასთან დაკავშირებით კომისიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა
  • სექტემბრის თვეში გამოქვეყნებული მასალებით "მედიაკრიტიკის" სარედაქციო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მმართველი პარტიის ხედვებთან

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი 2024 წლის 13 სექტემბერს დაიწყო, იმ მიზნით, რომ ჟურნალისტებს და ოპერატორებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში, საკუთარი უსაფრთხოების და ოჯახის წევრების ხელშეუხებლობის რისკის ქვეშ დაყენების ფონზე, უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. მედიაომბუდსმენის განცხადებით მედიის სამუშაო პირობები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. შესაბამისად, პროექტის გუნდი აკვირდება ჟურნალისტების და ოპერატორების შესაძლებლობას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, როგორც დოკუმენტში წერია, მედიაომბუდსმენს სურს მედიაორგანიზაციები დაცული იყვნენ პოლიტიკურად მოტივირებული რეგულირებისგან.

მეტის ნახვა