დანიგანი: ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია. ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან

დანიგანი

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით - იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. და ეს ოთხი მაგალითი, რაც ახლა ჩამოვთვალე, არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა - ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი"- განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ბათუმში ვიზიტისას. 

მეტის ნახვა